ვიქტორ ორბანი - არ შეიძლება მოითხოვო ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის უნდა დაიმსახურო - ვიდრე ტრამპი და პუტინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მშვიდობაზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები უსარგებლო განცხადებებს ავრცელებენ

არ შეიძლება მოითხოვო ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან, ის უნდა დაიმსახურო სიძლიერის, კარგი ლიდერობისა და ჭკვიანი დიპლომატიის მეშვეობით, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ და ევროპამ ომის დასრულების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

„ეს განცხადება ბრიუსელის ცუდი ხელმძღვანელობის სამწუხარო დადასტურებაა. სანამ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მშვიდობის შესახებ, ევროკავშირის ოფიციალური პირები უსარგებლო განცხადებებს ავრცელებენ. ბრიუსელის პოზიცია - მხარი დაუჭიროს მკვლელობას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება - მორალურად და პოლიტიკურად მიუღებელია“, -წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინა და ევროპა ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყვნენ“. „მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე ვიღებთ ვალდებულებას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო