რიჰარდს კოლსი - 400 ხმით, ევროპარლამენტარები „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ

400 ხმით, ევროპარლამენტარები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ, - ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„400 ხმით, ევროპარლამენტარები გაყალბებული არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლების აღიარებაზე უარს ამბობენ. რეზოლუცია მოითხოვს: საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს, არჩევნების გაყალბებასა და რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებას, სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას, სამართლიან პირობებში ახალი არჩევნების ჩატარებას“, - წერს რიჰარდს კოლსი.

ცნობისთვის, დღეს, ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გაუარესების შესახებ” რეზოლუციას მხარი 400 ხმით დაუჭირა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია