კაია კალასი - რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია - ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები

ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ არაფერი უნდა გამოირიცხოს მოლაპარაკებების დაწყებამდე, რადგან ეს რუსეთს არგებს და დასძინა: „რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც სურთ, ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია”.

“ნატოში წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც არსებობს. და რეალურად, ეს ყველაზე იაფი გარანტიაც არის.

თუ ვამბობთ, რომ ნატოში წევრობა არ იქნება, მაგრამ რაიმე სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, მაშინ ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად?

კიდევ ერთხელ, ვიტყვი, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ვინაიდან, ეს რუსეთს არგებს და მათ ეს სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს რაც სურთ, სანამ მოლაპარაკებები არც დაწყებულა? - ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია!”, - განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ შეთანხმება უკრაინისა და ევროპის გარეშე არ იმუშავებს.

„კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს! ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის, ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, გვჭირდება ევროპელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას, გვჭირდება უკრაინელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას.

ასე რომ... კარგადაც არ ჩანს, თუ ვინმე რაიმეზე თანხმდება, ყველა დანარჩენი ამბობს: “კარგი, შენ შეთანხმდი, მაგრამ ჩვენ ამას არ გავყვებით!”.

უკრაინელები წინააღმდეგობას გაწევენ და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ”, - განაცხადა კალასმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ