WSJ - ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ, შესაძლოა, სანქციები და სამხედრო მოქმედებები გამოიყენოს, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები და სამხედრო ქმედებები გამოიყენოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დათანხმდება სამშვიდობო შეთანხმების დადებას უკრაინასთან, რომელიც უზრუნველყოფს კიევის გრძელვადიან დამოუკიდებლობას, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

„არსებობს ბერკეტების სისტემის ეკონომიკური ინსტრუმენტები და, რა თქმა უნდა, არსებობს ბერკეტების სისტემის სამხედრო ინსტრუმენტები. არსებობს მრავალი ფორმულირება, კონფიგურაცია, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სუვერენული დამოუკიდებლობა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა გამოცემასთან ინტერვიუში.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპი არ აპირებს შეხვედრაზე თვალდახუჭული წასვლას.

„ის აპირებს თქვას: „ყველაფერი მაგიდაზეა, მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო