ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერ ვხედავ აშშ-ის მზა გეგმას ომის დასასრულებლად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვერ ხედავს, რომ შეერთებულ შტატებს მზა გეგმა აქვს ომის დასასრულებლად.

„მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, მზად ვარ ნებისმიერ დროს, არაფერი მჭირდება ამისთვის, არც რიცხვები, არც არაფერი, მე ყველაფერი ვიცი. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ დროს. მზად ვართ ვისაუბროთ ყველაფერზე, დაწყებული (სამხედრო) კონტინგენტიდან უსაფრთხოების გარანტიებამდე, ნატო-ზე, ჩვენ ვიქნებით ნატო-ში, თუ ნატო იქნება უკრაინაში“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მიუნხენში, სადაც უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან მისი საუბარი საკმარისი გარკვეულ დეტალებზე სასაუბროდ, მაგრამ არა გეგმის შესამუშავებლად.

„ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ძალიან დადებითად ვისაუბრეთ. ეს მართლაც კარგი საუბარი იყო. ვისაუბრეთ ფრონტზე არსებული სიტუაციის დეტალებზე, რა არის რეალური დანაკარგები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი მაჩვენებლები ბრძოლის ველზე დანაკარგების შესახებ განსხვავდებოდა ტრამპის მონაცემებისგან, მაგრამ „მთავარია რას ვაკეთებთ შემდეგში“.

ზელენსკის თქმით, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანება სურს და რომ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებენ.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსების ტერიტორიად. ჩვენ გვინდა ვიყოთ ნატო-ში, დიახ. ჩვენ ვენდობით ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე იაფი ვარიანტი ყველასთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთმა ჩერნობილის ატომურ სადგურზე ძალიან საშიში დარტყმა განახორციელა.

„უპილოტო საფრენი აპარატი ძალიან დაბლა დაფრინავდა, რის გამოც რადარებმა ვერ შეამჩნია. პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს