კლინიკა „ვივამედთან“ მზია ამაღლობელის კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

გამომცემლობა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად კლინიკა „ვივამედთან“ მისი კოლეგები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ლია ჩახუნაშვილი აცხადებს, ამაღლობელის სიცოცხლე საფრთხეშია და მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს.

„კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რომ მზიას მივაწვდინოთ ხმა და ვუთხართ, რომ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანია. ის ჯანმრთელი, ძლიერი გვჭირდება ჩვენს საერთო ბრძოლაში, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ამ აქციით გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებით, რომ მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, პატიმრობაში ჰყავდეთ მზია. ის რეჟიმის მძევალი, უკანონო პატიმარია, ეს ყველასთვის ცხადია, ვინც საქმის მასალებს გაეცნობა. მზიას სიცოცხლე ნამდვილად საფრთხეშია, უკვე 35 დღეა შიმშილობს და ნებისმიერ წუთას შეიძლება მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს.

ამ მიტაცებული სასამართლოს პირობებშიც კი, მაინც მქონდა იმედი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, ძალიან კარგად დასაბუთებული შუამდგომლობაა სამართლებრივად. არანაირი საფუძველი მზიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების არ არსებობდა. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ მზია ისევ მძევლად დაიტოვეს, მათ მშვენივრად იციან, რომ მზიას მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მთელი პასუხისმგებლობა მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იმ ადამიანებზეა, ვისაც შეუძლია, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილებები მიიღოს და არ იღებს შიშის და იმის გამო, რომ ანგარიშვალდებულებას არა საზოგადოების წინაშე, არამედ ერთი ადამიანის წინაშე გრძნობენ“, - განაცხადა ჩახუნაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ