საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა

ქართველები ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ბაროს გარდა, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და ანალენა ბერბოკი (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი).

„პირველ რიგში, საშუალება მომეცით შევეწინააღმდეგო რაიმე ფორმით „ევროპასთან ჩხუბს“ და ევრო-პესიმიზმს. ბევრი ჩვენგანი და ჩვენ აქ სცენაზე ამაყი ვართ ვთქვათ, რომ გვჯერა - ევროპა სუპერძალაა. ევროპა ადგილია, სადაც COVID-19-ს ყველაზე ეფექტიანად ებრძოლეს. ევროპა კონტინენტია, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას, რომელიც თითქმის “მსოფლიოს უძლიერესი სამხედრო ძალა” უნდა ყოფილიყო, მაგრამ რომელმაც თავის მიზნებს ვერ მიაღწია. როდესაც საქმე ტექნოლოგიებს ეხება, რა მხრივაც მიიჩნევა, თითქოს ევროპა ჩამორჩება, მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე კვირას, ორშაბათს, პარიზში 300 მილიარდი დოლარი, მსოფლიოს მასშტაბით, ინვესტორების მიერ ჩაიდო ევროპაში მასიური კომპიუტერული შესაძლებლობების გასავითარებლად. ასე რომ, ზოგიერთი ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომი არ წაგვიგია, ტექნოლოგიური ომიც კი.

და თუ ჯერ კიდევ დარწმუნებულები არ ხართ ამ არგუმენტებით, შეხედეთ ხალხს ევროპის მიღმა და რამდენად ძლიერია მათი ევროპის სურვილი. უკრაინელები ჯერ კიდევ გმირულად რომ ეწინააღმდეგებიან რუსეთს, ეს ყველაფერი მაიდანზე დაიწყო ევროპული დროშებით. და ვინ დაიკავა მათი ადგილი დღეს? - ქართველმა ხალხმა, რომლებიც ყოველღამე წინააღმდეგობას უწევენ მთავრობას, რომელიც ევროპული გზიდან მათ ჩამოშორებას ცდილობს. ისინი ევროპულ დროშას აფრიალებენ, ევროპულ ჰიმნს მღერიან, ვინაიდან ხედავენ, რომ ევროპა დემოკრატიაა, ევროპა თავისუფლებაა და ევროპა სუპერძალაა, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა, როდესაც ისინი წინ წაიწევენ ევროკავშირისკენ გზაზე”, - განაცხადა ბარომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე