„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“ -  ამ სლოგანით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ დიქტატურას“, „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, - ამ სლოგანით რუსთაველის­ გამზირზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.

მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლამდე ორ ლოკაციაზე - ევროპის მოედანზე და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. უწყვეტი პროტესტის მე-80 დღესაც მოთხოვნა უცვლელია - ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლება. საპროტესტო აქციაზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერებით ბანერები - „რუსეთი ჩვენი საერთო მტერია“, „ახალ და სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ“, „სიტყვის თავისუფლება არ დათმო“, „თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს“ - უჭირავთ.

„ჩვენი მარში აქ დასრულდა. სამწუხაროდ, სცენის გაკეთების საშუალება არ მოგვცეს, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. თუმცა, ცოტა ხანში, გაკეთდება პატარა სცენა, სადაც გაგაცნობთ პატიმრების წერილებს”, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!