ვოლოდიმირ ზელენსკი - დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია - დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს

დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია, დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დავიწყეთ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან მუშაობა და უკვე შეგვიძლია იმის დანახვა, რომ წარმატება მიღწევადია. ამ წამს მსოფლიო ამერიკას უყურებს როგორც ძალას, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ომის გაჩერება, არამედ შემდგომი მშვიდობის საიმედოობის უზრუნველყოფაში დახმარებაც.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამდე კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, ისევე, როგორც შინაარსიანი შეხვედრები ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან და სახელმწიფო მდივან რუბიოსთან. ასევე ველით, რომ გენერალი კელოგი მალე ეწვევა უკრაინას ვითარების შემდგომ შესაფასებლად და გზების მოსაძიებლად პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ნამდვილად მშვიდობის მომტანი შეიძლება იყოს.

ჩვენი გუნდები საფუძვლიანად და დეტალურად მუშაობენ ჩვენს ქვეყნებს შორის სპეციალურ შეთანხმებაზე, ისეთზე, რომელიც ნამდვილად გააძლიერებს ამერიკასაც და უკრაინასაც. მზად ვართ ის ნამდვილი წარმატება გავხადოთ, ზუსტად როგორც შევთანხმდით.

ასევე პროდუქტიული შეხვედრები გვქონდა ამერიკელ სენატორებთან და წარმომადგენელთა პალატის წევრებთან.

რა თქმა უნდა, დავინახავთ პუტინის მეტ მცდელობას მოატყუოს მსოფლიო და ომი გაახანგრძლივოს. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა შესაძლებელია - და მას ერთად უნდა მივაღწიოთ: უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ. ეს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზეა. მადლობა, ამერიკა!” - წერს ზელენსკი.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება