პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპის ქვეყნები ერთიან არმიას არ შექმნიან

ევროპული ქვეყნები არ შექმნიან ერთიან არმიას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ტერმინთან, რადგან ხალხს სხვადასხვაგვარად ესმის, თუ ამით გესმით ეროვნული არმიების გაერთიანება, ეს არ მოხდება, მაგრამ მხარს ვუჭერ იმას, რომ ევროპამ, ევროკავშირმა საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს“, - აღნიშნა სიკორსკიმ, როდესაც უპასუხა შეკითხვას არსებობს თუ არა ევროპული არმიის შექმნის შესაძლებობა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამჟამად გაძლიერებულ ბრიგადას აყალიბებს.

„თუ აშშ-ს სურს, რომ ჩვენ გავძლიერდეთ თავდაცვის სფეროში, მას უნდა ჰქონდეს ეროვნული კომპონენტი, ნატო-ს კომპონენტი, მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ევროკავშირის კომპონენტი, ევროკავშირის სუბსიდიები თავდაცვის ინდუსტრიისთვის, რათა გაზარდოს ჩვენი წარმოების უნარი, მაგრამ ასევე ევროკავშირის ძალა, რომელიც მისი სახელის ღირსია“, - თქვა სიკორსკიმ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინაში პოლონური ჯარების განთავსება არ განიხილება, რადგან ნატო-ს წინაშე არის პოლონეთის მოვალეობა არის აღმოსავლეთის ფლანგის, ანუ საკუთარი ტერიტორიის დაცვა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე