ჟიგიმანტას პავილიონისი - ქართველი ერი არასოდეს დაემონება  კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არის თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ნამდვილი სიმბოლო თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის ღირსებისა და თავმოყვარეობისა. ქართველი ერის, რომელიც არასოდეს დაემონება კრემლის ჰიბრიდული საქმიანობის პროდუქტს - „ქართულ კოშმარს“. ერთ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ თქვენი ერის თავისუფლებას ევროკავშირისა და ნატოპს ფარგლებში!“- წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში ევროპელ პარლამენტარებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა: იტალიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლია კვარტაპელთან, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ ჟიგიმანტას პავილიონისთან, ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონთან, ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ფიშერთან, ლატვიელ ევროპარლამენტარ რიჰარდს კოლსთან.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ