მედია - აშშ-სა და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხზე სამშაბათს გაიმართება

უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ შეთანხმების განსახილველად ამერიკელ და რუს მაღალჩინოსნებს შორის შეხვედრა საუდის არაბეთში სამშაბათს გაიმართება, - ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნება წარმოდგენილი რუსეთის დელეგაციაში. ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ შეხვედრას, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი დაესწრება.

სტივ უიტკოფმა Fox News-თან საუბარში განაცხადა, რომ ის და მაიკ უოლცი საუდის არაბეთში კვირას ღამით ჩავიდოდნენ. რუბიო კი საუდის არაბეთში ისრაელში ვიზიტის შემდეგ, ორშაბათს ჩავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო