კვლევა - საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა

საქართველოს მოსახლეობის 75% თამბაქოს დასრულების პოლიტიკას ემხრობა. ამის შესახებ სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის კვლევაშია ნათქვამი.

კერძოდ, 2024 წლის ოქტომბერში, სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფონდის მხარდაჭერითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა, რომელიც შეისწავლის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ.

კვლევამ, რომელშიც ზრდასრული მოსახლეობა მონაწილეობდა, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ არსებული ყველა რეგიონი მოიცვა.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, პირისპირ ინტერვიუების მეთოდით ჩატარებული კვლევის მიზანი იყო საზოგადოების პოზიციის შეფასებას თამბაქოს დასრულების პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგები ხელს შეუწყობს ისეთი მექანიზმების გამკაცრებას, რაც საქართველოში თამბაქოს მოხმარების შემცირებასა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

საბოლოო შედეგების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს ამ დრომდე არ სმენია თამბაქოსგან თავისუფალი საქართველოს პოლიტიკისა და მისი მიზნების შესახებ, რომლის თანახმად, 2040 წლისთვის, თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების მომხმარებელთა წილი 5%-მდე უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც პოტენციურად გასატარებელი ზომების შესახებ შეიტყვეს, გამოკითხულთა 75%-მა პოლიტიკას მხარი დაუჭირა.

კვლევის თანახმად:

მოსახლეობის 80% ემხრობა თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების შეძენის კანონიერი ასაკის 21 წლამდე გაზრდას.

73% მიიჩნევს, რომ 2010 წელს ან უფრო გვიან დაბადებულ პირებზე თამბაქოს/ნიკოტინის პროდუქტების გაყიდვა უნდა აიკრძალოს.

75% მხარს უჭერს თამბაქოს პროდუქტებში ნიკოტინის შემცველობის (ნიკოტინის ნებისმიერი სახით შემცველი ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის ჩათვლით) 95%-ით შემცირებას.

63% მიიჩნევს, რომ თამბაქოს ინდუსტრიამ სახელმწიფოს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანისათვის.

ქიმიკატების (არომატი, სხვადასხვა დანამატი და ა.შ.) დამატება, რომლებიც თამბაქოს ნებისმიერ ნაწარმს ნაკლებად მძაფრს ხდის, უნდა აიკრძალოს - 73% ემხრობა

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 44%-ს არ სჯერა, რომ მთავრობა საკმარისს აკეთებს თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის 5%-მდე შესამცირებლად, ხოლო 47% ფიქრობს, რომ ხელისუფლება არ იღებს საჭირო ზომებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად.

„კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს თამბაქოს მოხმარების მკაცრ რეგულაციებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ აქტიური ნაბიჯები გადადგას, რათა საქართველომ 2040 წლისათვის, მიიღოს თამბაქოსგან/ნიკოტინისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი”“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე