დავით ნარმანია სლოვაკეთის მარეგულირებელი უწყებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია სლოვაკეთის რესპუბლიკის ქსელური კომპანიების მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელსა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

„პოვაჟსკა-ბისტრიცაში გამართულ შეხვედრაში სემეკის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი, ჯუბო ტურაშვილი.

ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა და მწვანე ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ისაუბრეს ენერგეტიკული ბირჟის ფორმირების საკითხებზე. დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით სემეკის მიერ დანერგილ რეგულაციაზე, ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და მარეგულირებელი კომისიის როლზე ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში.

მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, გამოცდილების გაზიარების მიზნით, უახლოს ხანებში საქართველოს ეწვევიან სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელი უწყების ხელმძღვანელი პირები. ასევე, დაიგეგმა, რომ ენერგეტიკის რეგულირების რეგიონული ასოციაციის (ERRA) წლიურ კონფერენციაზე, რომელიც ქ.ბრატისლავაში მომდევნო წელს გაიმართება, დავით ნარმანია სემეკის გამოცდილებისა და რეგულირების ეფექტიანობის შესახებ მოხსენებით წარდგება“,- ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!