ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე - ამის შესახებ არაფერი ვიცოდით - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაში.

„უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. უკრაინა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზედაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!