გაეროში რუსეთის წარმომადგენელი - ევროკავშირის ქვეყნებისა და ბრიტანეთის ნდობა არ შეიძლება, ისინი რუსოფობიით არიან დაბრმავებულები - მომავალი უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის წევრი

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის შესახებ რაიმე სახის შეთანხმების მხარეები ვერ იქნებიან, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვესმის, რომ „მინსკის“ გარანტორების და ზოგადად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ნდობა არ შეიძლება და ისინი უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ რაიმე სახის სამომავლო შეთანხმების მხარეები ვერ იქნებიან. ისინი რუსოფობიით არიან დაბრმავებულები, მანიაკალური სურვილით, რომ ჩვენი ქვეყანა ცოცხლად დარჩენილი უკრაინელების ხელით ბრძოლის ველზე დაამარცხონ“, - განაცხადა ვასილი ნებენზიამ.

მისი თქმით „მომავალი უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური სახელმწიფო და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის წევრი“.

„ბოლოს და ბოლოს, როგორც უკვე აღიარეს ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა, კერძოდ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კრიზისი გამოიწვია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივამ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია“, - აღნიშნა ნებენზიამ.

ნებენზიას თქმით, „ახალი შეთანხმების პირობები, დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეულმა გულწრფელად დაინტერესებულმა მთავრობამ უნდა განახორციელოს“.

„თავად ის [ზელენსკი], ცდილობს ძალაუფლება და საკუთარი ტყავი ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის“, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ