დანიის პრემიერ-მინისტრი - რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება

რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ, ახლა რუსეთი მთელ ევროპას ემუქრება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ უკრაინელებმა ის მიიღონ, რაც სჭირდებათ, რათა ეს ომი არ წააგონ და საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინის პირდაპირი ჩართვის გარეშე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია.

ამასთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დონალდ ტრამპის მმართველობის პერიოდში აშშ-ისა და ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.

„თუ შესაძლებელი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება აშშ-სთან და ნატო-სთან ერთად, მაშინ პოლონეთი სხვადასხვა კუთხით იმოქმედებს, მაგრამ მე პოლონეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ განვიხილავ“, - აღნიშნა ტუსკმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს