კირილ დმიტრიევი - დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია

დონალდ ტრამპი პრობლემების გადამჭრელია, - ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების გადამჭრელი ადამიანები არიან, რომლებმაც მთელი რიგი ძლიერი გამოწვევები უკვე მოაგვარეს, ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და ძალიან წარმატებით“, - განაცხადა კირილ დმიტრიევმა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ დმიტრიევმა შესაძლოა, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენის შესახებ აშშ-ის დელეგაციასთან გასამართ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს, რათა ეკონომიკური საკითხები განიხილოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ამერიკულმა ბიზნესებმა დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარი დაკარგა რუსეთიდან გასვლის გამო. ასე რომ, ეკონომიკური ზიანი იმის გამო, რაც ახლა ხდება, ძალიან ბევრ ქვეყანას მიადგა და გვჯერა, რომ წინსვლა პრობლემების მოგვარების გზით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა დმიტრიევმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს