გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლის შესახებ ინფორმაციაზე - სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა, წუმპედან ამოიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ - არ ვეუბნებოდით, რომ გადაადგილება გაუჭირდებოდა?

რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე - არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, „ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.

მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ“ წუმპედან ამოიყვანა და რომ არა მათი მხარდაჭერას, მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა.

„მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს