დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება

დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილება ხორციელდება.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიმართა, რასაც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ოჯახი, ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა.

უფრო კონკრეტულად, დღეს არსებული წესის თანახმად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემამდე, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის განსახლება არსებული ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით ხორციელდება. ოჯახის წევრის გარდაცვალება ამ ოჯახისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობაზე აისახება და ოჯახს, ოჯახის წევრთა რაოდენობის შემცირების გამო, ქულა აკლდება.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო განმარტავს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხების განხილვას, მაღალი მომართვიანობით გამოწვეული რიგების ოდენობას, მონიტორინგის ჩატარების წესებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. ოჯახის წევრის გამოკლების შედეგად ქულების დაკლების გამო დევნილი ოჯახი იმ ფართობის საცხოვრებელს ვერ მიიღებს, რაც ოჯახის წევრის გამოკლებამდე უნდა მიეღო.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საბჭოს ინფორმაციით, ამის პარალელურად, არის შემთხვევები, როდესაც სააგენტო საცხოვრებლის მიღების განაცხადს არ აკმაყოფილებს, რის შემდეგაც დევნილები უფლების დაცვას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით ცდილობენ. ასეთ შემთხვევაში კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ხდება, რადგან სანამ სასამართლო დავები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებები ზედა ინსტანციებში საჩივრდება, დავის საბოლოო დასრულებამდე დევნილ ოჯახს შეიძლება ერთი ან რამდენიმე წევრი გამოაკლდეს.

“შედეგად, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასამართლო დავა დევნილის სასარგებლოდ სრულდება, ფართების გადაცემისას სააგენტო მხოლოდ იმ დროისთვის არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს, სადაც ოჯახის გამოკლებული წევრი ოჯახის შემადგენლობაში აღარ ითვლება. ეს გარემოება კი გვაძლევს ახალ რეალობას, რომლის მიხედვით, დევნილს იმაზე გაცილებით ნაკლები ფართი მიენიჭება, ვიდრე ოჯახს სრული შემადგენლობით უნდა მიეღო“, - ნათქვამია პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო