სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეა „პირდაპირ საფრთხეს“ წარმოადგენს რუსეთისთვის და სრულად მიუღებელია "სხვა დროშით" შეიარაღებული ძალების განთავსება უკრაინაში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებების შედეგია დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებაზე შეთანხმება, “უკრაინულ დარეგულირებაზე” პროცესი და თანამშრომლობის აღსადგენად პირობების შექმნა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები “უკრაინული საკითხის დარეგულირებაზე” პროცესის დაწყებაზე შეთანხმდნენ, რისთვისაც აშშ და რუსეთი საკუთარ წარმომადგენლებს დანიშნავენ.

ლავროვის თქმით, პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება და ალიანსში უკრაინის მიღება “პირდაპირი საფრთხე” იქნება რუსეთისთვის.

ამასთან, უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო ძალების განთავსების შესახებ - იქნება ეს ნატოდან თუ "ევროკავშირის დროშის ქვეშ" ლავროვმა თქვა, რომ მიუღებელია.

“შეიარაღებული ძალების რაიმე სხვა დროშით რაიმე ფორმით გამოჩენა არაფერს არ ცვლის. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია”, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, ორივე ქვეყნის საელჩოების მუშაობასთან დაკავშირებით საჭიროა დაბრკოლებების მოხსნა, რომლებიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში შეიქმნა, რაც გამოიხატებოდა დიპლომეტების, ქონების დაყადაღებასა და საბანკო გადარიცხვების შეზღუდვაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ