ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს სახელწოდებით - "სიურპრიზი ოლიგარქს“ მართავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ.

"სიურპრიზი ოლიგარქს“ ამ ლოზუნგით სტუდენტები უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ დაფა, სადაც მათ ბიძინა ივანიშვილისთვის სურვილები აქვთ ჩამოწერილი. ამასთან, ახალგაზრდებს ადგილზე მიტანილი აქვთ სიმბოლური სათამაშოები.

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სიმღერა დაწერეს.

სტუდენტები ივანიშვილს მოუწოდებენ, ქვეყანა დატოვოს, მათივე თქმით - „ოლიგარქია უნდა წავიდეს“.

ახალგაზრდები ადგილზე მისულები არიან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება დასჯადი გახდა, მათ ამის არ ეშინიათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა