დონალდ ტრამპი - ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“ - ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“

პრეზიდენტი ხალხის ნებას წარმოადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ერთად Fox News-ისთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში განაცხადა.

ილონ მასკის განცხადებით, DOGE-ის მთავარი ფუნქცია იმის უზრუნველყოფაა, რომ „პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანებები რეალურად შესრულდეს“.

„პრეზიდენტი ხალხის არჩეული წარმომადგენელია, ამიტომ ის წარმოადგენს ხალხის ნებას და თუ ბიუროკრატია ებრძვის ხალხის ნებას და არ აძლევს პრეზიდენტს უფლებას განახორციელოს ის, რაც ხალხს სურს, მაშინ ჩვენ ვცხოვრობთ ბიუროკრატიაში და არა დემოკრატიაში“, - განაცხადა ილონ მასკმა.

მასკმა აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვება სისტემის გამოსწორების შესაძლებლობაა. ეს სისტემის გამოსწორებისა და დემოკრატიის ძალაუფლების აღდგენის შესაძლებლობაა“.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით კი, მედია მასსა და ილონ მასკს შორის კონფლიქტის წარმოქმნას ცდილობს.

„მათ სცადეს, მაგრამ შემდეგ შეწყვიტეს. ილონმა დამირეკა და მითხრა: „იცით, ჩვენს დაშორებას ცდილობენ“. ვუპასუხე, რომ „აბსოლუტურად“. ეს მათ ძალიან ცუდად გამოსდით. ისინი იტყუებიან. ქვეყნისთვის ძალიან საშიშები არიან. მედია ძალიან ცუდია. როცა MSNBC-ის ვუყურებ, რასაც ხშირად არ ვაკეთებ, მაგრამ ხანდახან მტერსაც უნდა უყურო, ისინი საშინელი ადამიანები არიან. ასევე CNN-ი. PBS-ი ცუდია. Associated Press-იც ცუდია. CBS-ი საშინელია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე