„ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია“ – „საქართველოს უნივერსიტეტი“ ახალ, ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტი HR & ციფრული ტრანსფორმაციის ერთწლიან, აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე მიღებას იწყებს. ინოვაციური სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთი წლის განმავლობაში ისწავლონ ადამიანური რესურსების მართვა არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ უახლესი ციფრული და ანალიტიკური მეთოდების გამოყენებით, შეიძინონ HR სფეროში ციფრული ინტეგრაციის (Digital Integration), ბიზნესის ხედვის (Business Acumen) და მონაცემების გამოყენების (Data Literacy) უნარები.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო არ არის, საჭიროა მხოლოდ პროფესიულ სფეროში 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. ერთწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი, გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.

სამაგისტრო პროგრამა დაფუძნებულია ინოვაციური ადამიანური რესურსების აკადემიის (AIHR) მიერ შემუშავებული HR პროფესიონალების კომპეტენციის მოდელზე და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ციფრული უნარების მქონე პროფესიონალის მომზადებაზე.

HR & ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის უპირატესობაზე პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ ჯანჯარია გვესაუბრა.

„პროგრამის მთავარი უპირატესობაა ის, რომ კლასიკური HR-ის გარდა ამ პროგრამაზე სწავლის პროცესში იღებ გარკვეულ ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარებს. კონკრეტულად კი, ეს არის HR-ის ციფრული ტრანსფორმაციის უნარები. საგნები, რომელიც შეტანილია პროგრამაში, არის ინოვაციური და არათუ საქართველოს ბაზარზე, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ანალოგიურ პროგრამებში არსად არ არის. ჩვენი პროგრამა არ არის მხოლოდ კლასიკური ადამიანური კაპიტალის მართვა. ეს პროგრამა მაგისტრანტს აძლევს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა, მაგალითად, ბიზნეს ხედვა, ციფრული წიგნიერება, ფინანსური დოკუმენტების კითხვა და საკუთრივ ადამიანური კაპიტალის მართვა. თანამედროვე HR პროფესიონალმა უნდა იცოდეს მონაცემებთან მუშაობა, მონაცემების წაკითხვა, დამუშავება. დღეს აღარ არსებობს ადამიანური რესურსების მართვა ციფრული პროდუქტების ცოდნის გარეშე. ციფრული ტრანსფორმაცია მთლიანად ცვლის HR-ს. ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები, ავტომატიზაცია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩვენი პროგრამა ამ ყველაფერს მოიცავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სფეროს პროფესიონალებით დაკომპლექტებული აკადემიური პერსონალია. სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება 10 საგანი, რომლებსაც საერთაშორისო და ადგილობრივი ტოპ HR პრაქტიკოსები, ასევე ტექნოლოგიების ექსპერტები გაუძღვებიან“.

ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, ჩასაბარებლად, აღნიშნულ დიპლომთან ერთად, საკმარისი იქნება მინიმუმ ერთი სამეცნიერო სტატია.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ბმულზე.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს