„ფრანს-პრესი“ - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ოფიციალურად 24 თებერვალს დაამტკიცებენ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავის დღეს.

ევროკავშირის დიპლომატების ინფორმაციით, სანქციების მე-16 პაკეტი რუსული ალუმინის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი დეკემბერში მიიღო, რომლის სამიზნე რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ იყო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა