ვოლოდიმირ ზელენსკი - სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს

სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს, - ასე ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი 4%-მდე დაეცა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მის მიმართ ნდობა 57%-ია.

„თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს ახლა არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები არ ყოფილა. ასევე, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 4%-მდე დაეცა.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც არ გვქონია უკრაინაში არჩევნები, სადაც ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა, სადაც უკრაინის ლიდერს, ძალიან არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ მისი რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, - განაცხადა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო