Reuters-ი აშშ-ის სახაზინო მდივანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის სახაზინო მდივანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრაზე საერთო ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„მდივანმა ბესენტმა ხაზი გაუსვა აშშ-უნგრეთის ურთიერთობისა და ევროპისთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში ორ ქვეყანას შორის კოორდინაციას გაგრძელების მნიშვნელობას“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე სკოტ ბესენტმა დაუდასტურა, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ ძალისხმევას არ იშურებს.

„ეს ჩვენთვის საუკეთესო ამბავია, რადგან ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დაბრუნება ჩვენ დიდი საფრთხისგან და ზეწოლისგან გვიხსნის“, - აღნიშნა სიიარტომ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა