ნიკა ჩიტაძე - ტრამპი თავის განცხადებებით პრობლემას უქმნის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს - რუსეთი კი აშშ-ის მოკავშირე ვერანაირად ვერ გახდება

ტრამპი თავისი პოლიტიკით დიდ პრობლემას უქმნის ამერიკას, როგორც სუპერ-სახელმწიფოს. თავისი განცხადებებით, ასევე, პრობლემას უქმნის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რაც ძაბავს ურთიერთობას მოკავშირესთან - ევროკავშირთან, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძე

„პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი შეფასებით, დონალდ ტრამპი „ნარცისიზმით“ არის დაავადებული და თავის თავს აჯერებს, რომ რაღაც შეუძლია, ან პოპულისტია, რომელიც უბრალოდ რიგითი ამერიკელების გულის მოგებას ცდილობს.

“ტრამპი თავისი პოლიტიკით დიდ პრობლემას უქმნის ამერიკას, როგორც სუპერ-სახელმწიფოს. თავისი განცხადებებით, ასევე, პრობლემას უქმნის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, რაც ძაბავს ურთიერთობას თავის მოკავშირესთან - ევროკავშირთან. ჯერ ეკონომიკური თვალსაზრისით, ყოველწლიურად, ამერიკა ახორციელებს ევროკავშირის ბაზაზე დაახლოებით 2 მლრდ დოლარის მოცულობის ექსპორტს. მეორე საკითხია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა იყო სუპერ-სახელმწიფო, "ცივ ომში" წარმატებას ევროპასთან თანამშრომლობით მიაღწია. ამერიკამ, დაახლოებით, 5 ტრილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა "ცივი ომის" პერიოდში მოკავშირეებთან ერთად.

ამერიკა ახლა, შეიძლება, მოკავშირეების გარეშე დარჩეს, რუსეთი მისი მოკავშირე, ბუნებრივია, ვერანაირად ვერ გახდება, ჩინეთის მიმართ ტარიფების დაწესებაზე იმუქრებოდა და 10%-იანი ტარიფი დაუწესა, ჩინეთმა კი საპასუხოდ 15%-იანი ტარიფი დაუწესა. ტრამპი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე და ან მართლა თავის თავს აჯერებს, რომ რაღაც შეუძლია, ნარცისიზმით არის დაავადებული ან არის პოპულისტი, რომელიც ცდილობს, რიგითი ამერიკელების გული მოიგოს”, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში ომის არიდება, პოლიტოლოგმა განაცხადსა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან რუსეთი დიალოგის პარალელურად საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებოდა.

“სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში, დაახლოებით 200 000 კაციანი კონტინგენტი განათავსა რუსეთმა უკრაინის გარშემო, მათ შორის, ბელარუსის ტერიტორიაზე და თითქოს სამხედრო წვრთნებს ატარებდა. მაშინ პუტინმა მოსინჯა ძალები, მაგრამ შემდგომში უკვე აშკარად გადაწყვიტა შეჭრა, თუმცა, სანამ შეიჭრებოდა, დასავლეთს მან შესთავაზა, რომ ნატო უნდა დაჰბრუნებოდა 1997 წლის საზღვრებს, რაც აბსოლუტურად არარეალისტური გეგმაა. ამაზე რას ეტყოდა ალიანსი, რომ რამდენიმე ქვეყანას გარიცხავდა ნატოდან? ეს მიზეზი იყო, რომ შემდგომში პუტინს ეთქვა - მე შევთავაზე კონსტრუქციული დიალოგით და მათ უარი მითხრეს, ამიტომ, სხვა გზა არ მქონდაო - ეს იყო საკუთარ მოსახლეობაზე გათვლილი მიზეზი. ეს განცხადებები კეთდებოდა, ამასობაში, მზადდებოდა ომი”, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე