მაიკ ჯონსონი - უკრაინის დაფინანსების კიდევ ერთი კანონპროექტის მიღების სურვილი არ არსებობს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კიდევ ერთი დაფინანსების კანონპროექტის მიღების სურვილი არ არსებობს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ამისთვის მადა არ არსებობს”, - განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა უკრაინისთვის დაფინანსების სხვა კანონპროექტის მიღება, თუ ომის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.

„ჩვენ უნდა მივიყვანოთ ომი დასასრულამდე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ამის აუცილებლობა. ის ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ კონფლიქტი. პრეზიდენტი ტრამპი მართალია. დროა ომი დასრულდეს და ტრამპი არის ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ჯონსონმა.

მისი თქმით, ტრამპს სივრცე სჭირდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შუამავლობისთვის და ზელენსკის პრეტენზია, რომ უკრაინა საუდის არაბეთში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, არასწორია.

„ტრამპი ცდილობს შეიქმნას პირობები ამ რეალური მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკება მოხდეს და უნდა მივცეთ მას საშუალება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო