სივ მოსლეტი - ვგმობთ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას - ჩვენ ოქტომბრის არჩევნებისას სადამკვირვებლო მისიაში ვიყავით და სიტუაციით ღრმად შეშფოთებული ვართ

კოლეგებო, ბევრი ჩვენგანი ვიყავით საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ნაწილი. ღრმად შეშფოთებული ვართ იქ არსებული სიტუაციით, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სივ მოსლეტმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის შეხვედრაზე, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გმობენ საქართველოში დემონსტრანტების, მედიის მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებას.

„ვგმობთ საქართველოში პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების სასტიკი ძალის გამოყენებას დემონსტრანტების, მედიის მუშაკებისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ოპოზიციის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ნორვეგიელმა პოლიტიკოსმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია