დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე  ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყოფნა „ძალიან მნიშვნელოვანი არ არის”. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა Fox News Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ზელენსკიმ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან სამ წელიწადში ომის დასრულება ვერ მოახერხა.

„არა მგონია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრებში მონაწილეობისთვის, სიმართლე რომ გითხრათ. როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის [საუდის არაბეთში] შეხვედრაზე არ მიიწვიეს, ვგულისხმობ, რომ ეს პრიორიტეტი არ ყოფილა, ვინაიდან ის აქამდე ასე ცუდად აწარმოებდა მოლაპარაკებებს”, - განაცხადა ტრამპმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის წინამორბედს, ჯო ბაიდენს ომის აღკვეთა შეეძლოთ.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ვამბობ: „ეს რუსეთის ბრალი არ არის”, ყოველთვის „ფეიკ“ ახალ ამბებს მესვრიან, მაგრამ მათ ვეუბნები, რომ ბაიდენი არასწორ რაღაცებს ამბობდა, ზელენსკი არასწორ რაღაცებს ამბობდა, მათ თავს დაესხა ვიღაც, ვინც გაცილებით დიდია და გაცილებით ძლიერია. და ისე მარტივი იყო რუსეთის ამისგან გადარწმუნება”, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო