ნათია მეზვრიშვილი აქციებზე - დღეს ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ იქ, სცენაზე ერთი პოლიტიკური ლიდერი იდგეს და ტრიბუნიდან ხალხს რაღაცებს მოუწოდებდეს

ბიძინა ივანიშვილის მთავარი სატკივარი არის ფული, - ამის დასტურია, მოქალაქეებს რომ დაერია ახლა და აჯარიმებს, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ სინამდვილეში მშვიდად არ გამოიყურება და გუნდში დიდი ტურბულენტობაა. როგორც მეზვრიშვილმა განაცხადა, ბოლო პერიოდში პოლიციელების მხრიდან შუაღამისას ჯარიმის ქვითრების მიტანაც ამ ისტერიის დასტურია.

„ბიძინა ივანიშვილის მთავარი სატკივარი არის ფული - ამის დასტურია, მოქალაქეებს რომ დაერია ახლა და აჯარიმებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერ გააგრძელოს თავისი ფულის „გათეთრება“, გადანახვა, გადამალვა, გაგრძელდეს სანქციები. ამაზე ვმუშაობთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან და ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციური პარტიის ამოცანა, რათა, რაც შეიძლება, მეტი ფინანსური წნეხი განხორციელდეს ივანიშვილზე.

სამი თვე გადაკეტილი რუსთაველი, მერწმუნეთ, ივანიშვილისთვის არის ძალიან დიდი დარტყმა, ამიტომ აკეთებს იმ სიგიჟეებს, რასაც აკეთებს. ისე არ არის, რომ ამბობენ, “ქართული ოცნება” ძალიან მშვიდად გამოიყურებაო - არ გამოიყურება მშვიდად. გუნდში არის ძალიან დიდი ტურბულენტობა და ეს ივანიშვილისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილია. ეს ისტერიულობა, 5-6 პოლიციელი შუაღამისას ხალხს რომ ადგება და ხუთ და ექვს ჯარიმას რომ აკისრებს ერთი კვირის განმავლობაში, ესეც ამ ისტერიკის გამოვლინებაა, ბიუჯეტისა და ივანიშვილის პირადი ჯიბის შევსების გარდა”, - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, მსოფლიოში გადალაგება მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, საქართველოს საკითხი დღის წესრიგის მიღმა არ დარჩეს. მეზვრიშვილის თქმით, ქვეყნის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გადაწყვეტს.

„ახლა მსოფლიო წესრიგის გადალაგება მიმდინარეობს, უკრაინა არის მთავარი საკითხი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საკითხი დღის წესრიგში იყოს იმიტომ, რომ რისკი ძალიან დიდია იმის, რომ საქართველოს საკითხი, მითუმეტეს იმის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრეს, ამიტომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ საქართველოს საკითხი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, რეგიონულ კონტექსტში დღის წესრიგში ისევ შემოვიტანოთ. ეს არის ჩვენი - ქვეყნის ინტერესი.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას გადაწყვეტს ის, თუ შიგნით როგორ განვითარდება მოვლენები და გაგრძელდება თუ არა პროტესტი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, შეიძინოს ახალი ფორმები, ბუნებრივია, კანონის ჩარჩოში, შემოვიდეს გაფიცვის კომპონენტი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვქონდა ჩვენ ამის მაგალითი, ამ ხალხმა ისწავლა დამოუკიდებლად, პოლიტიკოსების გარეშე ამ ყველაფრის მართვა და გაცილებით უკეთესად მართავენ ამ პროცესს, ვიდრე პოლიტიკოსების ჩართულობით იმართებოდა.

მე დღეს ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ იქ, სცენაზე ერთი პოლიტიკური ლიდერი იდგეს და ტრიბუნიდან ხალხს რაღაცებს მოუწოდებდეს იმიტომ, რომ თუ რამემ მოიტანა შედეგი ამ რეჟიმის არაღიარების ნაწილში, დამოუკიდებლად შეძლო ხალხმა ამ შედეგის მოტანა. პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა, შეიტანეს თავისი გარკვეული წვლილი, სამოქალაქო სექტორიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ამ პროცესებში. ეს არის ძალიან დინამიკური პროცესი და ეს პროცესი კარგად მიდის”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში