შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო - რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ მოწოდებებისთვის რომ დაეჯერებინა, საქართველოში ეკონომიკური კოლაფსი და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება იქნებოდა.

პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებები შეაფასა.

პაპუაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ არათუ თავიდან აირიდა ომი და ეკონომიკური კოლაფსი, არამედ დღეს „საქართველო ლიდერია ეკონომიკური განვითარების ტემპით“.

„ერთი რამ ვიცით ჩვენს მაგალითზე, რად გვინდა ამაზე მსჯელობა თეორიების სახით. ჩვენს მაგალითზე ვიცით, რისკენ მოგვიწოდებდნენ ზუსტად 3 წლის წინ, ამ დღეებში და ამას რა შედეგი ექნებოდა. მოგვიწოდებდნენ ესკალაციისკენ, სანქციებისკენ, ცის ჩაკეტვისკენ, საზღვრების დაკეტვისკენ. ამის ბოლოში რომ იყო გარანტირებულად საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი და უმაღლესი ალბათობით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება, ამას დიდი გეოპოლიტიკის ცოდნა არ უნდოდა. გავიხსენოთ ვინ, როგორ იქცეოდა. გავიხსენოთ, რას აკეთებდა ოპოზიცია. ნახევარი აეროპორტში იდგა და უკრაინიდან გამოგზავნილ თვითმფრინავებს ელოდა, მოხალისეები უნდა გავაგზავნოთ აქედან ოფიციალურადო, სახელმწიფოს სახელით. მეორე ნახევარი იდგა აქ, რუსთაველზე. მათთან ერთად იდგნენ არასამთავრობოების წარმომადგენლები და ზუსტად ამ დღეებში ამბობდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია იმ სირცხვილით წვასო, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო. ამას გვეუბნებოდნენ მაშინ არასამთავრობოები და ოპოზიცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს რომ მათთვის დაეჯერებინა, „ეკონომიკურად ჩამოიშლებოდა და ახლა ომგამოვლილი ქვეყანა იქნებოდა.

„რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა და ვისი ტყვია გაისვრიდა ამ ქვეყანაში, აღარავის ეცოდინებოდა. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ აჰყვა იმ აჟიოტაჟს, რომელსაც ყოველ ჯერზე ტეხდნენ, ამიტომაც შევძელით არათუ თავიდან აგვერიდებინა ეკონომიკური კოლაფსი, არამედ დღეს ვართ ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-უკრაინის ურთიერთობებს, შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ორი ქვეყნის გადასაწყვეტია და საკითხში „თავად გაერკვევიან“.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო