ევროკომისარი მარტა კოსი - „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ - ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში - ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

"უკრაინა – დაუყოვნებლივ!" ეს იყო ჩემი პასუხი ევროპარლამენტარების შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა შემდგომ ევროკავშირში. უკრაინა, რადგან ისინი იბრძვიან თავიანთი არჩევანისთვის, იყვნენ ევროკავშირის ოჯახის წევრი, - ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს მივემგზავრები კიევში, რათა გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის თავზე. სიბნელეში უკრაინელებმა წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინეს. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ თავიანთი მიწისთვის, არამედ თავისუფლებისთვის, ღირსებისა და მომავლისთვის. ისინი იყურებიან ევროპისკენ, რადგან იციან ალტერნატივა არის მსოფლიო ღირებულებების გარეშე, რომელსაც მართავს სისასტიკე და უსამართლობა“, - წერს კოსი.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მუდმივი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა და ამ კუთხით, ევროკავშირი უკრაინისთვის გამოყოფილი 134,5 მილიარდი ევროთი, ყველაზე დიდი დონორი და ინვესტორია.

„რა არის შემდეგი? უსაფრთხოების გარანტიები, რეკონსტრუქცია და მკაფიო გზა ევროკავშირის წევრობისკენ. უსაფრთხოების გარანტიები ევროკავშირის ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემაა. რეკონსტრუქცია და უკრაინის გაწევრიანება ჩემთვის მთავარია“, - აცხადებს მარტა კოსი.

მისი თქმით, თავისუფალი, აყვავებული უკრაინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისა და სანდოობისთვის.

„ისტორია განსჯის ჩვენს ქმედებებს. ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის. ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ უკრაინის გამბედაობას შესაბამისი სიმტკიცით“, - წერს მარტა კოსი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში