ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს ესაუბრა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს ესაუბრა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ესაუბრა.

ევროპელი ლიდერები უკრაინას „ურყევ“ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მიმართ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით. გავუზიარეთ ერთმანეთს სიახლეები ჩვენი კონტაქტების შესახებ აშშ-ს პარტნიორებთან და განვიხილეთ კონტინენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების გეგმები”, - დაწერა ურსულა ფორ დენ ლაიენმა X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს, 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან.