ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა კიევში ჩავიდნენ, - ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელი ავრცელებენ.

„უკრაინაში, უკრაინის შესახებ, უკრანასთან ერთად“, - წერს ანტონიო კოსტა X-ზე.

„რუსეთის სასტიკი შეჭრის მე-3 წლისთავზე ევროპა კიევშია. ჩვენ დღეს კიევში ვართ, რადგან უკრაინა ევროპაა. გადარჩენისთვის ბრძოლაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ არის სასწორზე. ეს არის ევროპის ბედი“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც ფოტო და ვიდეო მასალებიდან ჩანს, უკრაინაში ჩასულ სტუმრებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა დახვდნენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს