ინტენსიურმა თოვლმა პრობლემები გურიის რეგიონშიც შექმნა - დროებით შეჩერებულია სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი, რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო

ძლიერმა თოვლმა პრობლემები გურიის რეგიონშიც შექმნა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა არსებული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.

„ჩვენს მუნიციპალიტეტში თოვლმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე მუშაობს 20 ერთეული ტექნიკა, მაგრამ გაწმენდილი გზა ხელახლა ხდება გასაწმენდი, რადგან ინტენსიურად თოვს. არის უბნები, სადაც ტექნიკა ამ დრომდე ვერაფრით მივიყვანეთ.

მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ჩართულია, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები. შემოგვივიდა ზარი, რომ რამდენიმე სახლი არის ჩამონგრეული, არის ადგილები საიდანაც მოსახლეობა გამოვიყვანეთ და ნაწილი გადავიყვანეთ სასტუმროში და ნაწილი ნათესავებთან. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „ენერგო პრო - ჯორჯიას“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ხუთშაბათამდე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შევაჩერეთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

ჩოხატაური მუნიციპალიტეტის მერის დავით შარაშენიძის ინფორმაციით კი, აქტიურად იწმინდება ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ორი დღით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი.

„თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. საკმაოდ დიდი თოვლია სოფლებში, ამ ეტაპზე პრიორიტეტად ჩავთვალეთ ცენტრალური გზები და იწმინდება აქტიურად. დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა სოფელში ცენტრალური გზის გაწმენდას უზრუნველვყოფთ და გადავალთ შიდა გზებზე. დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი დღით შევაჩერეთ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი“, - განუხადა „ინტერპრესნიუსს“ დავით შარაშენიძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს