ფრიდრიხ მერცი - ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს - სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს

ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული ბლოკის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ხელმძღვანელი, ფრიდრიხ მერცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მერცი ხაზს უსვამს, რომ სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად საჭიროა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის მონაწილეობით გაიმართოს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის სამი წელი. ომის სამი წელი ევროპაში. სამი წელია, არ გვშორდება ნგრევისა და ომის დანაშაულების საშინელი სურათები. ევროპა მტკიცედ რჩება უკრაინის მხარეს. ახლა, როგორც არასდროს, უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა დავაყენოთ. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი უნდა იყოს“, - წერს მერცი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო