სანდრო ცნობილაძე - ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის სასაცილო ამბავი - მაქსიმუმ, ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები - ყოველდღე მივალ აქციაზე, გავაპროტესტებ

მოკლედ, დილით დამაწიოკეს. წაღებულია დისკები, ლეპტოპები, ტელეფონი - მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები, - ამის შესახებ სპორტულმა კომენტატორმა, სანდრო ცნობილაძემ მედიასთან მის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესახებ ქალის მიმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„დილას რამდენიმე ადამიანი მოვიდა. ერთი რამ ფაქტია, საერთოდ რაიმე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიდგებოდი, დამაკავებდნენ. შემოვიდნენ დილას, 11:00 საათი იყო. მეძინა, გაღვიძებულიც არ ვიყავი. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ასე შემოსვლის ფორმა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები... სასაცილოა, დისკი იყო 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა და მერე არის გაციფრულებული. ეს დისკებია წაღებული. წაღებულია ლეპტოპები. იქ საფეხბურთო ამბებია იმ დისკებზე. მთელი ცხოვრებაა ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და საფეხბურთო კომენტატორი ვარ. შესაბამისად, ესენია წაღებულია. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. იყო იქ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევ და ა.შ. მოკლედ, დილით დამაწიოკეს.

[ქალის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ჩემთვის სასაცილო ამბავი. მაქსიმუმი არის ჩემგან ნახონ არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი, ჩემი დაკვირვებითა და შეხედულებით, არის უბრალოდ ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის, ყველა შემთხვევაში, ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, გავაპროტესტებ. სრულიად გასაგებია, რა უშლით ნერვებს“, - განაცხადა სანდრო ცნობილაძემ.

ცნობისთვის, სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე