საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად უკრაინის დროშა გამოფინეს. მათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია.

ასევე, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი მთავარი მოთხოვნები შეახსენეს.

“რუსეთი არის მტერი და ამ ბრძოლაში უკრაინა გაიმარჯვებს. სოლიდარული ვართ მოძმე ერის მიმართ. ჩვენ გვყავს საერთო მტერი, რასაც რუსეთის იმპერია ჰქვია. დიდება საქართველოს, თავისუფლება საქართველოს.

პუტინს ეგონა, რომ უკრაინას სამ დღეში აიღებდა და დღეს, ვხედავთ, სადაც არის რუსეთი. ის დამარცხებულია ამ ბრძოლაში”, - აღნიშნავენ შეკრებილები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო