პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო - ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. ადგილზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს აქციის მონაწილეების დაკავების საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია. ადგილზე შეკრებილებს მარშის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც უკრაინის საელჩოდან და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით წამოვიდნენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

"დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე 89-ე დღეა პროტესტის ნიშნად ყოველდღიურად იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა, ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო