შპს „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება 5 500 აბონენტს შეუწყდა

შპს „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება დროებით 5 500 აბონენტს შეუწყდა.

კომპანიის ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 25 თებერვალს 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 25 თებერვლის 00:30 საათზე გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა გლდანის II მ/რ-ში მდებარე კორპ. 24, 24ა, 24ბ, 25, 25ა, 25ბ, 26, 27, 27ა, 28, 28ა, 28ბ, 29, 29ა, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 42ა, 43, 44, 45, 46, 47, 47ა, კორპ. 25ბ-ში (ყოფ. ბაგა ბაღის შენობა) მცხოვრებ მოსახლეობას, გლდანის ,,ა,, მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 48, 49, 50, 51, 52, 53, 54, 55, 56, 57, 58, 58ა, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, ქერჩის ქ. 5, აკაკი ვასაძის ქ. 13, 30, ასევე ფორე მოსულიშვილის ქ. 15-ში (ფორე მოსულიშვილის ქუჩის მიმდებარედ) მდებარე შპს „მმბ“-ს საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, გლდანის „ა“ მ/რ, მოსულიშვილის ქუჩაზე - საჯარო სკოლა # 160-ს, საბავშვო ბაგა ბაღი # 89-სა და საბავშვო ბაგა ბაღი # 35-ს, სკოლა „ენ-ჯი“-ს, გლდანის „ა“ მ/რ - კორპ. 59-ის მიმდებარედ ფ/პ ნინო ჩიკვილაძის, ი/მ ნინა გიგინეიშვილის, ი/მ ირაკლი ბიბიაშვილის, ფ/პ გიორგი მოდებაძის, ასევე აღნიშნული კორპუსების მიმდებარედ განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 25 თებერვალს 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათისთვის.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო