შალვა პაპუაშვილი - ხელაღებით შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას გადაუარონ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებმა

ხელაღებით შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას გადაუარონ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებმა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თუ რაიმე მტკიცებულება აქვთ საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების თაობაზე, პროკურატურაში გამოცხადდნენ და ინფორმაცია მიაწოდონ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი „ცრუპენტელობდა“, როცა არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა და შემდეგ ჩვენების მისაცემად არც კი მივიდა.

„ყველაფერი ცხადია. ყველა ყალბი ბრალდება, რომელიც მაინც ჯერ კიდევ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იკადრა, შემოიარა მთელი მსოფლიოს ტელევიზიები, ქართველ ხალხს აბრალებდა, რომ აქ თავის ხმას ყიდდა ვიღაც, ვიღაც სხვა ქვეყნის გავლენებით მოქმედებდა და ასე შემდეგ. ეუთო/ოდირის დასკვნამ წერტილი დაუსვა ყველა ამ ბრალდებას. ყველაფერი ტყუილი იყო. ამ ტყუილზე ააწყვეს მთელი თავისი ნარატივი. აგერ არის პროკურატურა და მივიდნენ, თუ რამის თქმა უნდათ. ქალბატონი სალომე რომ ცრუპენტელობდა, მაშინ საქართველოს აბრალებდა სიყალბეს და ასე შემდეგ, არც კი მივიდა პროკურატურაში რომ ჩვენება მიეცა. რატომ? იმიტომ, რომ არაფერი აქვს ამასთან დაკავშირებით. მას ჰკითხეს კიდეც, თუ არ ვცდები CNN-ზე, რომ ამბობთ რუსეთი ჩაერია ამ არჩევნებშიო, რამე მტკიცებულება გაქვთო? არაფერო მაქვსო. ასე უბრალოდ, ხელაღებით შეუძლიათ საკუთარ ქვეყანას გადაუარონ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეებმა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო