The Telegraph - საფრანგეთი ევროპას ბირთვულ ფარს სთავაზობს

საფრანგეთი მზადაა, თავისი ბირთვული შეკავების ძალები ევროპის დასაცავად გამოიყენოს, - ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საფრანგეთმა ბირთვული იარაღის მატარებელი მოიერიშე თვითმფრინავები, შეიძლება, გერმანიაში განათავსოს იმ ფონზე, როცა აშშ თავისი ძალების კონტინენტიდან გაყვანით იმუქრება.

ფრანგმა ოფიციალურმა პირმა The Telegraph-ს განუცხადა, რომ მოიერიშე თვითმფრინავების განლაგება გზავნილს გაუგზავნის ვლადიმერ პუტინს, ხოლო ბერლინში დიპლომატები ვარაუდობენ, რომ ეს ზეწოლას მოახდენს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრზე, კირ სტარმერზე, რათა მანაც იგივე გააკეთოს.

„გერმანიაში რამდენიმე ფრანგული ბირთვული გამანადგურებლის განთავსება არ უნდა იყოს რთული და ძლიერ გზავნილს გააგზავნის“, - აღნიშნა წყარომ.

„ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, მოსალოდნელია, რომ გერმანიის შემდეგი კანცლერი გახდება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს მოუწოდა, გააძლიერონ ბირთვული თავდაცვა, რადგან ის დონალდ ტრამპის ამერიკისგან ევროპის „დამოუკიდებლობას“ ეძებს“, - წერს The Telegraph-ი.

ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცს თეთრ სახლში ვიზიტამდე ტელეფონით ესაუბრა.

დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მშვიდობა „არ უნდა იყოს უკრაინის კაპიტულაცია“ და მან ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ კონტინენტის დასაცავად.

The Telegraph-ი წერს, რომ საფრანგეთის არსენალი შედგება დაახლოებით, 300 ბირთვული იარაღისგან, რომლის გაშვება ზღვიდან და ჰაერიდანაა შესაძლებელი.

ბრიტანეთის Trident-ის ბირთვული შემაკავებელი სისტემა კი შედგება ოთხი Vanguard-ის კლასის წყალქვეშა ნავისაგან, მათგან თითოეულს 16-მდე ქობინის ტარება შეუძლია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!