უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა განცხადებას დემოკრატიისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობის შესახებ

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა „განცხადებას რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირობებში უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, დოკუმენტს მხარი 268 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინის უმაღლესი რადა თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ფაქტზე, რომ ამჟამად შეუძლებელია უკრაინაში თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში შემოღებული საომარი მდგომარეობა არ იძლევა უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად არჩევნების ჩატარების საშუალებას. ამავდროულად, უკრაინელი ხალხი გაერთიანებულია იმ რწმენით, რომ ასეთი არჩევნები ომის დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უმაღლესი რადა გამოაცხადებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნების შედეგად აირჩიეს და მის მანდატს უკრაინელი ხალხი და უკრაინის უმაღლესი რადა ეჭვქვეშ არ აყენებს.

უკრაინის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება უკრაინის მომავალი ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო