შვედი მინისტრი - ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები

ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები, - ამის შესახებ შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ჯესიკა როსენკრანციმ ბრიუსელში, ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ, მაგრამ სწორედ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ეს მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჯესიკა როსენკრანციმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!