თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან გმირთა მოედნის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, თბილისში რამდენიმე ლოკაციიდან საპროტესტო მარში მიმდინარეობს.

მარშის მონაწილეები დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბნენ და ერთდროულად, 18:00 საათზე დაიძრნენ, საბოლოდ კი გმირთა მოედანზე გაერთიანდებიან - “რწმენით, რომ საქართველოს თავზე ყოველთვის საქართველოს დროშა იფრიალებს!“.

ამ წუთებში, გმირთა მოედნის მიმართულებით მარო მაყაშვილის სახელობის მარში მიმდინარეობს ვაკის პარკიდან.

მარშის მონაწილეებს ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო გზის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი.

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მსვლელობა ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მიემართება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს დროშები აქვთ მოტანილი. მათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ -"გაიფიცე","გადაეცით მთავრობას, რომ მეომარი ქართველები უკან არ იხევენ".

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ - "ცეცხლი ოლიგარქიას", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს".

გარდა ამისა, მიმდინარეობს: იუნკერების სახელობის მარში ამაღლების ქუჩიდან. მარჯანიშვილის მოედნიდან ვალიკო ჯუღელის სახელობის მარში. სადგურის მოედნიდან ვალოდია გოგუაძის სახელობის მარში. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გოგი ალექსი-მესხიშვილის სახელობის მარში.

ამასთან, დღესვე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწოდებით, მოქალაქეები 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან ლოზუნგით: „არა რუსულ ოკუპაციას“.

როგორც ცნობილია, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო