ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები

ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოიყენოს კონტინენტისთვის სტრატეგიული ინტერესების მქონე პროექტებზე თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.

“ფოკუსი იქნება ევროპული სტრატეგიული ინტერესების სივრცეებზე, როგორიცაა ევროპული ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვა, ღრმა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობები, დრონები… რაკეტები და საბრძოლო მასალა ან, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს