საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე (თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე) ჩამოწოლილი ზვავისგან გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია. ზვავის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიური თოვის გამო, რიკოთის საავტომობილო გზის სრულ მონაკვეთზე სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს გზის წმენდის სამუშაოებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმედღიანი ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მაგისტრალებისა და შიდასახელმწიფოებრივი გზების წმენდისათვის მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ინტენსიურად იწინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.

ზვავსაშიშროების, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ამ დროისათვის, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ42-კმ180 (აღაიანის სატრანსპორტო კვანძი - ზესტაფონის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის კმ48-კმ119 (გრიგოლეთი-სარფი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ184 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე.

დიდთოვლობის გამო მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია: ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ124 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზებზე, სადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა დასაშვები.

ინტენსიური თოვის, ლიპყინულის, ზვავსაშიშროების და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ44-კმ46 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ28 მონაკვეთზე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე .

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების წმენდას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით კვლავ ნარჩუნდება ინტენსიური თოვა, გთხოვთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, თავი შეიკავოთ მგზავრობისგან. ამასთან, გთხოვთ, იმგზავროთ გამართული სატრანსპორტო საშუალებით, სეზონის შესაბამისი საბურავებით და დაიცვათ საგზაო მოძრაობის წესები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში