Politico - რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.

Politico-ს ცნობით, კალინ ჯორჯესკუ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურის დარეგისტრირებას აპირებდა, როდესაც პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და დაკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს.

რუმინული საინფორმაციო არხის Digi24-ის ცნობით, პროკურატურამ ჯორჯესკუს დაკავების ორდერი გამოსცა და მისი პირადი დაცვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კალინ ჯორჯესკუს დაკითხვა გასულ წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ გასული წლის ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსეთი რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.

რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი